სიკეთე გადამდებია!

მესამე პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლებისა და კლასის ხელმძღვანელის, მედეია ბოლქვაძის ინიციატივით განხორციელდა საქველმოქმედო აქტივობა.

მშობლები და მასწავლებელი იმყოფებოდნენ ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდში მცხოვრებ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებთან, მიიტანეს საჩუქრები, ტკბილეული და ხილი, ასევე ფონდში ჩარიცხეს თანხა.  ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და შეუერთდა სკოლის დირექცია.
დედა თინათინმა მშობლებს გადასცა ბერი ანდრიას მიერ დაწერილი წიგნები და ფონდში დამზადებული სამაჯურები.

სიკეთის კვალდაკვალ

სიკეთე, რომელსაც არ ითვლიან… სიკეთე, რომლის სამაგიეროსაც არ ითხოვენ…

 სიკეთე… წმინდა სიკეთე, რომელიც ათბობს, ასხივებს და ალამაზებს წვიმიან ამინდსაც..

,, სიკეთე, რომელიც აბედნიერებს როგორც სიკეთის მქმნელს, ასევე მის მიმღებს”… 

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მასწავლებელი ლიკა ლაგვილავა პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად ესტუმრნენ ანა ტყემალაძეს    და მაია ვარდანაშვილის პატარებს.მოსწავლეებმა გიორგობა მიულოცეს მათ და გადასცეს საჩუქრები.აღნიშნულ აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, სკოლის დირექცია.„უღრმესი მ ა დ ლ ო ბ ა ჩემო ძვირფასებო!!! მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა ჩართულობისთვის!!!…მადლობა ოპერატიულობისთვის!!!… მადლობა, რადგან დღევანდელი დღით ჩემი მერცხლების გულში გაღვივდა სიკეთის მარცვალი. დაე, დაუსრულებელი იყოს ღვთისგან ნაბოძები სიკეთის ნიჭი და უნარი დედამიწაზე!!!“ – ამ სიტყვებით გამოხატა  მადლიერება ლიკა მასწავლებელმა მოსწავლეებისა და მშობლების მიმართ

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“.

® ყველა უფლება დაცულია | 2021