კერძო სკოლა ,,ცოდნა“

შენი წარმატება იწყება აქ!

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ ამაყობს თავისი ლიტერატურული კლუბით. მადლობას უხდის კლუბის თითოეულ წევრსა და მათ ხელმძღვანელს.

279377600_3192640484307362_5607937903006765898_n (1)

საბუნებისმეტყველო კლუბ ,,Life'' დაწყებითი კლასის მოსწავლეები მუშაობდნენ პროექტზე ,,სუფთა ჰაერი - ჯანსაღი გარემო''

„ვამაყობთ თქვენით!“- სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

ტური ბაკურიანში

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები სამდღიანი ტურით ეწვივნენ ბაკურიანს.  მოსწავლეები უკეთ გაეცნენ ბაკურიანის გეოგრაფიულ მდებარეობას, მის მიდამოებს და თან სასიამოვნოდ დაისვენეს. 

საგურამო

გასვლითი გაკვეთილი – ,,ვსწავლობთ ილიას”.  ილია ჭავჭავაძის ბრძოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის კულმინაციურ ეტაპს 1900-იანი წლებიდან მიაღწია. ეს წლები ილიასათვის ძალიან მძიმე, მტკივნეული და გაუსაძლისი გახლდა.

2021 წ.12 ოქტომბერს სკოლა-ლიცეუმ,,ცოდნას” ესტუმრა ქ.სტამბულის შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე სალომე ბარამიძე (სეზენ ქონენჩ ოქჩანი).

სტუმარმა სკოლის პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საზოგადოების წევრების, მერი დიასამიძისა და სოფო ბოლქვაძის, მიერ გამოგზავნილი წიგნები,გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

შეხვედრა ჩატარდა სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნასა” და ქ.სტამბულის შოთა რუსთაველის საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში..

 სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის „ოქტაქორას“ კლუბის წევრები (IX და XI კლასის მოსწავლეები) და კლუბის ხელმძღვანელი ბელა თოდუა და რუსუდან ფარეხელაშვილი სტუმრობდნენ მასწავლებლის სახლში საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამა „ჩხირკედელას“. მოისმინეს ბატონ ნუგზარ მოსულიშვილის და კახა ჟღენტის ლექცია. მედეა აბრამიშვილის დახმარებით მოსწავლეებმა თავიანთი ხელით ააწყვეს ჭკვიანი შუქნიშანი და ხმაზე მორიაგირე ნათურა. შედეგი შთამბეჭდავი იყო.მოსწავლეებს სურვილი აქვთ კვლავ ესტუმრნონ „ჩხირკიდელას“.

სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეებმა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს. კომპოზიციის ავტორი პედაგოგი დარეჯან ცხომარია გახლავთ.

„2021 წლის 31 ოქტომბერს, მოსწავლეებმა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია – „მე მიყვარს საქართველო“, რომელიც თბილისობის დღესასწაულს ეძღვნებოდა (კომპოზიციის ავტორი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია). მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს ქართველი პოეტების: ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის ლექსები. კომპოზიცია დასრულდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილის“ ეპიზოდით – „დედავ ღვთისაო“, რომელიც დიდი მხატვრული ოსტატობით წაიკითხა სკოლა-ლიცეუმის მეშვიდე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპიაშვილმა“.

Man hold registration clipboard flat icon
განცხადება დირექტორის სახელზე
პირადობის მოწმობა

(მშობლის)

2 ფოტოსურათი

(3/4)

ჯანმრთელობის ცნობა

(ფორმა №27)

დაბადების მოწმობა
გამოცდების ეროვული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
Macmillan

შენი წარმატება იწყება აქ !

საკონტაქტო ინფორმაცია

გვერდები

კერძო სკოლა ,,ცოდნა“

® ყველა უფლება დაცულია | 2021