საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო-სამეცნიერო-კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "საზოგადოება ცოდნის" თავმჯდომარე - ნუგზარ წერეთელი. დაბადებული 1935 წლის 9 სექტემბერს ქალაქ თბილისში, ცნობილი ლიტერატურათმცოდნის, ბიბლიოფილისა და პოეტის აკაკი წერეთლის ოჯახში.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და
ლიტერატურის განხრით. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, 1992 წლიდან კი არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 70 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მუშაობდა:საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემაში - საუწყებო სტამბასა და რესპუბლიკის სკოლების უზრუნველყოფის სამმართველოში; ახალგაზრდული და პარტიული ორგანიზაციების ხაზით; საქართველოს საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს უფროსად; 1986 წელს "საზოგადოება ცოდნის" გამგეობის თავმჯდომარის პირველს მოადგილედ, ხოლო 1990 წლიდან ამავე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს; 1993-1996 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-მუშაკად; 1993 წელს კი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქართველოს ლექტორთა კავშირის თავმჯდომარედ.
ვებ გვერდი შექმნილია 20.10.2007
უკანასკნელი განახლება 28.10.2009
2007-2009 Pharmacy University. All rights reserved.